High School of Georgia არის პროგრამა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც გეხმარებათ პრაქტიკული უნარების განვითარებასა და სწორი კარიერული გზის პოვნაში. სწავლება ორეტაპიანია და სრულადაა მორგებული თქვენს ინტერესებზე:
I მოდული: საბაზისო ეტაპი, სადაც ეცნობი სხვადასხვა სფეროს და ავითარებ საჭირო უნარებს. II მოდული: შერჩეული მიმართულების/პროფესიის სიღრმისეული გაცნობა, მეტი პრაქტიკითა და რეალური ქეისებით. საგანმანათლებლო პროექტების, ვორქშოფებისა და ბანაკების საშუალებით, თქვენ იღებთ რეალურ გამოცდილებას წამყვანი ლექტორებისა და დარგის ექსპერტებისგან.
აღმოაჩინე მრავალფეროვანი საგნები, რომლებიც დაგეხმარება მომავალი პროფესიის სწორად შერჩევასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
მრავალფეროვანი აქტივობები — "რა? სად? როდის?", კინოკლუბი, მასტერკლასები და აკადემიური ოლიმპიადები.
სეზონური ბანაკი — ახალი გარემო, ახალი მეგობრები და გამოცდილება, რომელიც დაგამახსოვრდება.
გაიმარჯვე ინტელექტუალურ ჩემპიონატში და მოიპოვე 100% საუნივერსიტეტო გრანტი.
დაგვიკავშირდი და გახდი პარტნიორი